Saturday, May 3, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

 დღე იყო ძალიან საინტერესო.ვერ გავიგე დრო ისე გაიპარა...
 .პრეზენტაციები წარმოვადგინეთ.იყო ძალიან საინტერესო თემები. . შევაჯამეთ  ჩვენი ამდენი ხნის  ნაწვალები და ნაშრომი,მთავარია ამის შემდეგ ვიმუშავოთ აქტიურად,რომ არ დაგვავიწყდეს  რაც ვისწავლეთ.
მადლობა მაიას რომ გაგვიძლო  9 დღე.   

Sunday, April 27, 2014

მე-8 დღის რეფლექსია

ერთი დღე  დაგვრჩა კიდევ.......  სამუშაო გვაქვს  დასასრულებელი ბოლომდე.ეს კვირაც  ძალიან დატვირთული იქნება  ვგრძნობ................
ბევრი რამ ვისწავლე მაგრამ მუდმივად უნდა ვიმუშავო რომ არ დამავიწყდეს.

Saturday, April 26, 2014

მე-7 დღის რეფლექსია

ინტერნეტი  არის  საშინელი.ბევრი წვალების  შემდეგ მაინც შევძელი რაღაცეების  გაკეთება.  .....მაგრამ  სახლში მაქვს უამრავი სამუშაო.

Thursday, April 17, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

ისე დავიღალე კლავიატურას ვეღარ ვხედავ.
ძალიან შრომატევადი იყო დღევანდელი დღე.ინტერნეტი  არის საშინელი,ხელს გვიშლის,მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც თავდაუზოგავად ვიმუშავეთ.

prezentacia proeqtis

Wednesday, April 16, 2014

ზოგადი კითხვა რა არის უტილიზაცია? თემატური კითხვები რას ვაკეთებთ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დასაცავად? როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას? რატომ არ უნდა დავწვათ ან გადავყაროთ ძველი ქაღალდები? შინაარსობრივი კითხვები შეიძლება ჩემი წიგნები და რვეულებიც მაკულატურისგან იყოს დამზადებული?

Thursday, April 10, 2014

მე-4 დღის რეფლექსია

კარგი დღე იყო მაგრამ ძალიან დავიღალეეეეე.

Sunday, April 6, 2014

მე-3 დღის რეფლექსია.

გავიხსენეთ  დავიწყებული   რაღაც-რაღაცეები. ვისწავლეთ  დრაივში  ფაილების  ატვირთვა.გაზიარება-გაგზავნა და ა.შ.  კარგი დღე იყო.

Sunday, March 30, 2014

II დღის რეფლექსია

ვისწავლეთ  საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა.ძალიან მომეწონა.

Tuesday, March 25, 2014

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი,ბაგრატის ტაძარიალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი დაწმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
სვეტიცხოველი


სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოსრჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.

კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წ., ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. 1964-1965 წლებში ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვანელები: ნ. ჩუბინიშვილი და ვ. ცინცაძე; მთ. კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი). ამ სამუშაოების ჩატარებამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დასავლეთის ფასადი) მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანისკონტრფორსები იყო მიშენებული. რესტავრაციის შედეგად ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭე თავდაპირველი სახით აღდგა. კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოტახები (თითოეული 22 კვ.მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა